Babajana LOGO

ოპოზიციის წარმომადგენელმა სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა და დაასხა, რის გამოც, დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს

12 დეკემბერს 2019 16:11ნახვები 7 179წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დატოვონ სხდომათა დარბაზი. მანამდე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი შემოვიდა, რომელმაც გარკვეული ნივთიერება დაასხა.
"ოპოზიციის წარმომადგენელმა გაურკვეველი ნივთიერება შემოიტანა და დარბაზში დაასხა. ამას ექნება უმკაცრესი რეაგირება. თავმჯდომარეს ვთხოვ, გამოცხადდეს შესვენება,"- განაცხადა კობახიძემ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ სხდომათა დარბაზში „ევროპული საქართველოს" წევრები ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი იმყოფებოდნენ. უცნობია მომხდარი ინციდენტი მათ უკავშირდებათ თუ არა. ამ წუთებში სხდომათა დარბაზში არასასიამოვნო სუნია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania