27/08/201 074 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სალომე სამადაშვილი - ისანთან მიმართებით ვითარება იმიტომ შეიცვალა, რომ გიორგი ვაშაძემ შეთანხმება დაარღვია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თბილისში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება პირველმა გიორგი ვაშაძემ დაარღვია, რომელიც „ძალა ერთობაშიას“ გამოეყო და საბურთალოში მაჟორიტარობის კანდიდატად თაკო ჩარკვიანის კანდიდატურა წარადგინა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამადაშვილმა განუცხადა, აღნიშნულის შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის კანდიდატურა წარადგინა.
თუმცა, როგორც სალომე სამადაშვილი განმარტავს, სხვა ოლქებთან მიმართებით „ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს იმ შეთანხმების შესრულებას, რაც მიღწეულია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს საერთო ოპოზიციური ერთიანობის შექმნას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ, ამიტომ დავუჭირეთ მხარი ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებს თბილისში და დავთმეთ საკუთარი კანდიდატის დაყენება ოლქების უმრავლესობაში. დღესაც მხარს ვუჭერთ შეთანხმებულ კანდიდატებს, მაგრამ ისნის ოლქთან მიმართებით პოლიტიკური ვითარება შეიცვალა იმიტომ, რომ გიორგი ვაშაძემ დატოვა გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ მას შემდეგ, რაც ის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელდა. ასევე, გადაწყვიტა, რომ წარედგინა საკუთარი პოლიტიკური პარტნიორი, თაკო ჩარკვიანი საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად. ანუ, ფაქტობრივად, აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება პირველმა გიორგი ვაშაძემ დაარღვია. რაც შეეხება „ძალა ერთობიდან“ გასვლას, ამან რა თქმა უნდა, დააზიანა მისი შანსი, რომ მიიღოს ხმების ის რაოდენობა მაჟორიტარულ ოლქებში, რაც ივანიშვილის კანდიდატის დასამარცხებლად არის საჭირო. შესაბამისად, ჩვენ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ოლქს ნამდვილად ვერ დავუთმობთ ივანიშვილის კანდიდატს, გადავწყვიტეთ, რომ დავაყენოთ ჩვენი საკუთარი კანდიდატი, რომელიც დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ ოლქში ბიძინა ივანიშვილის კონკურენტს დაამაცხებს“,-განაცხადა სამადაშვილმა.
მისი თქმით, ხატია დეკანოიძის კანდიდატურა იმის გამო შეირჩა, რომ, მათი შეფასებით, ის მაღალ კონკურენტუნარიანი იქნება ისნის რაიონის მაჟორიტარულ ოლქში.
„რა თქმა უნდა, არაერთი კანდიდატი შეიძლებოდა წარდგენილიყო, მაგრამ აღნიშნული ოლქისა და კონკურენტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ ხატია დეკანოიძე არის ყველაზე მაღალი კონკურენტუნარიანობის მქონე აღნიშნულ ოლქში. სხვა ოპოზიციურ ოლქებში ჩვენ გავაგრძელებთ იმ შეთანხმების შესრულებას, რაც მიღწეულია“,-განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI