Babajana LOGO

ფოთში ახალგაზრდა კაცმა თვითმკვლელობა სცადა

22 აგვისტოს 2020 05:00ნახვები 230წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
ფოთში, 23 წლის თამაზ გადიაშვილმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობა სცადა. მისი თქმით, ამ ფორმას მიმართა, რადგან ფოთის პოლიციის მაღალჩინოსანი, დავით ოდიშარია მასზე ფსიქოლოგირუად ძალადობს.
"ეს გავაკეთე ფოთი პოლიციის უფროსის მოადგილის, დავით ოდიშარიას იძულებით, იმიტომ, რომ ის ორი თვეა მაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფებს, სასამართლოში შევუტანე მას ცემის ფაქტთან დაკავშირებით [სარჩელი], გადმოდის შეტევაზე, შეურაცხყოფა, გინება, არ მანებებს თავს. ვთხოვ ამ ხალხს, რომ მოშორდეს პოლიციას ეს ადამიანი," - თქვა თამაზ გადიაშვილმა პოლიციელები დავით ოდიშარია და თორნიკე კეჭაყმაძე ფიგურირებს გადიაშვილის 3 თვის წინანდელ საქმეში, როცა ის ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. გადიაშვილმა სარჩელით გენერალურ ინსპექციას მიმართა. დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციელები სარჩელის გამოტანას სთხოვენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania