Babajana LOGO

გია ვოლსკი ოპოზიციაზე - ხმებიც და ვითარებაც სწორედ მათგან არის დასაცავი

18 აგვისტოს 2020 07:12ნახვები 253წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის საუბარი გამარჯვებაზე წინასაარჩევნო ბაქიბუქია. აღნიშნულის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ოპოზიციის დღევანდელი შეთანხმებისა და მათი განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ოპოზიციის შანსები არჩევნებში მცირეა. ამასთან, როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ირაკლი ოქრუაშვილის დასახელებით გამოჩნდა, რა ტიპის ერთობა აქვს ოპოზიციას.
„საზოგადოებას მიაწოდეს ამით ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენს ერთობა. იგივე ოქრუაშვილი რუსეთის პლატფორმიდან ადანაშაულებდა სააკაშვილის ხელისუფლებას, რომ ადამიანების ლიკვიდაციას ავალებდნენ და ის უარს ამბობდა, არის ბევრი სხვა თემაც, რომელიც ამ პიროვნებებს ერთმანეთისგან აცილებს თავის დამოკიდებულებით საკითხების მიმართ.
რაც შეეხება თვითონ კანდიდატურებს, მათ დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ, დამარცხების და გამარჯვების შესახებ საუბარს, რასაკვირველია, ეს წინასაარჩევნო ბაქიბუქია, მაგრამ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ანალიზი, ვისთან გვაქვს საქმე, რით განსხვავდებიან ეს ადამიანები ერთმანეთისგან და სად არის მათი გაერთიანების მთავარი წერტილი. ეს არის მათი დესტრუქციული სტრატეგია, ბაქიბუქი და ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, რომ მათ ხმები უნდა დაიცვან მაშინ, როცა ხმებიც და ვითარებაც სწორედ მათგან არის დასაცავი და ამას შეძლებს სახელისუფლებო რგოლი. მე ვფიქრობ არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ მცირე შანსები აქვთ ოპოზიციას, მათ შორის თბილისში და ყველაფერს საზოგადოება გადაწყვეტს,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania