11/08/201 097 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი ღარიბაშვილი - უნდა შევახსენოთ მოსახლეობას, როგორი ვერაგი ძალა მოვიცილეთ ყველამ ერთად ივანიშვილის ხელმძღვანელობით

12 წლის წინ, შინდისის გმირებმა მართლაც სამაგალითო გმირობა, თავგანწირვა გვაჩვენეს, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენი ერის სირცხვილი ვიხილეთ, შეურაცხყოფა ჩვენი ერისა და ჩვენი ხალხის, ჩვენი გმირების, ჩვენი ჯარისკაცების - ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ საკაშვილის სამარცხვინო ქმედება,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხში მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარსადგენად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის შეფასებით, სიმბოლური დამთხვევაა, რომ 20008 წლის 11 აგვისტოს ყოფილი პრეზიდენტი ქალაქ გორში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებოდა და იმ დროს, როდესაც შინდისის გმირები მტერთან იბრძოდნენ და სიცოცხლეს, პრეზიდენტი, ყველამ მიწაზე გართხმული იხილა.
„ბუნებრივია, ჩვენ ვიმყოფებით 2008 წლის აგვისტოს კვირეულში. დღეს დილით ვიმყოფებოდი შინდისში, სადაც ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა სამაგალითო თავგანწირვა და თავდადება აჩვენეს სრულიად უთანასწორო ბრძოლაში ჩვენს მტერთან, ოკუპანტთან გმირულად გაწირეს თავი. 17 ვაჟკაცი, რომლის სახელიც მინდა რომ იცოდეს და კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს ძვირფას მოსახლობას. ესენი არიან: ალესანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჭიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელის კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
რა სიმბოლური დამთხვევაა, მეგობრებო, რომ სწორედ ამ დღეს, 2008 წლის 11 აგვისტოს, ყოფილი პრეზიდენტი იმყოფებოდა ქალაქ გორში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად და იმ დროს, როდესაც ჩვენი ეს გმირები მტერთან იბრძოდნენ თავგანწირვით და სიცოცხლეს, ყველაზე ძვირფასისთვის სწირავდნენ, ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი მაშინდელი პრეზიდენტი, რომელიც დღესაც გვეცხადება, როგორც ყველაზე დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი ძალის ლიდერად, ჩვენ ყველამ ვიხილეთ მიწაზე გართხმული. ეს იყო ჩვენი შეურაცხყოფა, ეს იყო ჩვენი გმირების შეურაცხყოფა, ჩვენი ჯარის, რომელმაც დღემდე მოიტანა ჩვენი ძვირფასი სამშობლო. ჩვენ დღეს მოვედით ჩვენი რწმენითა და ჩვენი ბრძოლით. ჩვენ რაც ვიხილეთ არის აბსოლუტურად ამის საწინააღმდეგო.
რა თქმა უნდა, აქ არ მოვედი იმისთვის, რომ ვისაუბრო ყველაზე დეგრადირებულ ადამიანზე, მაგრამ, ვინაიდან ჩვენ ვართ პოლიტიკურ კამპანიაში და მე ვარ, როგორც ამ პარტიის პოლიტიკური მდივანი, ჩვენ უნდა შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას თუ რა ძალასთან, რა მტრულ და ბოროტ ძალასთან გვქონდა საქმე და როგორი ვერაგი, მტრული ძალა მოვიცილეთ ყველამ ერთად ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. მოვიცილეთ, როგორც ერთგვარი სახადი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ გრძელდება მუდმივი დესტაბილიზაციის მცდელობები ამ კონკრეტული პოლიტიკური ანტისახელმწიფოებრივი ძალის მხრიდან. გუშინ გაგვაკრიტიკეს ოპონენტებმა, რომ ჩვენ აქ მხოლოდ წარსულზე ვსაუბრობთ. უკაცრავად, მაგრამ ჩვენ წარსული კარგად გვახსოვს და გვემახსოვრება ყოველთვის. როგორ შეიძლება ადამიანმა, მოქალაქემ დაივიწყოს აგვისტოს ომი, ის ტრაგიკული დღეები და ის სამარცხვინო საქციელი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ, მთელმა მსოფლიომ იხილა. არც ერთ შემთხვევაში მეგობრებო, ჩვენ ამას ყოველთვის გავახსენებთ ჩვენს დესტრუქციულ, ანტიეროვნულ ძალას. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, პარტიის თავმჯდომარის ლიდერობით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოფა გააუმჯობესოს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, 30 წლის განმავლობაში არაერთი ომისა და სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად დანგრეული ქვეყნის აღდგენას დრო სჭირდება. მისი თქმით, პარტიის ლიდერისა და მთლიანი გუნდის საერთო მობილიზებით ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო ფეხზე დადგეს.
„მოგეხსენებათ, რომ 30 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ არაერთი ომი, არერთი შიდა ომი, სამოქალაქო დაპირისპირება გადაიტანა და ჩვენივე ხელებით დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა. ამ ყველაფრის აღდგენას, ბუნებრივია, სჭირდება დრო, რომელიც ყველაზე ძვირფასია და რომელიც ჩვენ ყველას გვეჩქარება, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ ჩვენი ლიდერისა და ჩვენი მთლიანი გუნდის საერთო მობილიზებით, საერთო ორგანიზებით, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ფეხზე დავაყენოთ ჩვენი ძვირფასი სამშობლო. 2020 წლის ოქტომბერში ჩვენ კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი გვიდგება პოლიტიკურ ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ უნდა გავამყაროთ ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ. ეს არის მშვიდობა, 8- წლიანი სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას, პრაქტიკულად, 30 წლის განმავლობაში არ გამოუცდია. ყველას გავახსენოთ კიდევ ერთხელ, ყველა მმართველის პირობებში ჩვენმა ხალხმა გამოსცადა ომი, ნგრევა, დესტაბილიზაცია, მუდმივი ქაოსი, მუდმივი დაპირისპირება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყოველთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ჩვენს ქვეყანაში დამყარდა მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება. თავისუფლებას გისურვებთ ჩემო მეგობრებო,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA