10/08/201 383 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ვოლსკი მკოიანზე - ეს ჰგავს მცდელობას, პოპულარიზაცია მოუტანოს საკუთარ პიროვნებას

გამოძიების იმედი უკვე თავად "ქართული ოცნების" წევრებსაც აღარ აქვთ - ვინ და რატომ ემუქრება ენზელ მკოიანს, დეპუტატს, რომელიც "ოცნება" 2020 წლის საარჩევნო სიაში არ შეიყვანა და რას უკავშირებს ოპოზიცია მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟს წინასაარჩევნოდ. 
ოპოზიცის წარმომადგენელთა თქმით, თუ მკოიანის მხრიდან მუქარა და ფულის გამოძალვის მცდელობა მართლაც იყო, გენერალურმა ინსპექციამ ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გამოიძიოს. მათი თქმით, რახან "ოცნების" წარმომადგენელი დაცვისთვის დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს, ეს ნიშნავს, რომ მას დღევანდელი საგამოძიებო ორგანოების იმედი არ აქვს. 
"ეს არის სწორედ დასტური იმისა, თუ რამდენად მძიმე კრიმინოგენული ვითარებაა ქვეყანაში, რა დონის განუკითხაობაა. მკოიანის მსხვერპლად გამოყვანა მე ცოტა არ იყოს, მართებულად არ მესახება. ადამიანები, ვინც ჩართული არიან ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებულ დანაშაულში და გადახლართული არიან "ოცნებასთან" და გავლენებს გადანაწილებით არიან დაკავებულები, სწორედ ეს ადამიანები აკეთებენ ყველაფერს, რომ ეს განუკითხაობა იყოს ისეთი, როგორც მთავრობას აწყობს არჩევნების წინ", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ. "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ მკოიანს შეუძლია საკუთარ გუნდს, რომელიც პროკურატურას თავიდან ბოლომდე აკონტროლებს და პოლიტიკურ იარაღად იყენებს, მიმართოს და გამოძიება მოითხოვოს. 
"ადამიანი იძახის, რომ დამირეკეს, მაშანტაჟებდნენ, მემუქრებოდნენ. როდესაც ადამიანი ამას იძახის, ეს აუცილებლად უნდა გამოიძიონ. არ ენდობა პროკურატურას, იმიტომ, რომ თვითონ როდესაც იგივეს აკეთებდა, იარაღით ადამიანს ემუქრებოდა, არ დაიჭირეს, შეიძლება ფიქრობს, რომ ახლა ისიც არ დაიჭრონ, ვინც ახლა მას ემუქრება", - თქვა ნადირაშვილმა. "ქართული ოცნების" წევრის და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი ამბობს, რომ მკოიანის სახელით მისი უფლებდამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 
"არ არის საჭირო მკოიანის მიერ ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელება. არის გადაწყვეტილება პოლიტიკური მიღებული, ეს არა მის პიროვნებას უკავშირდება, არამედ არის საუკეთესო ინტერესები ახალქალაქის და ნინოწმინდის მოსახლეობას გააჩნია, ეს მცდელობას ჰგავს, პოპულარიზაცია მოუტანოს თავის პიროვნებას", - ამბობს ვოლსკი. მისი თქმით, მკოიანის შესახებ გავრცელებული ეს ამბავი მხოლოდ მის პოპულარიზაციას ემსახურება.    
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA