Babajana LOGO

ამ ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი, სააკაშვილი და პუტინი - კობახიძე 2008 წლის რუსულ ინტერვენციაზე

08 აგვისტოს 2020 05:29ნახვები 220წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
რუსეთის საქართველოში შემოჭრისა და აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც, "ქართული ოცნება" ომის დაწყებაში კვლავ მაშინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს.პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ამბობს, რომ ომი იყო "ღალატის შედეგი". ირაკლი კობახიძე საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტსა და ოკუპანტი ქვეყნის იმჟამინდელ პრემიერსა და ახლანდელ პრეზიდენტს, ერთნაირ პასუხისმგაბლობას აკისრებს და ამბობს, რომ 
"ამ ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი, ერთი არის პუტინი, რუსეთის ფედერაცია და მეორე არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გვესაუბრებოდა ჩვენ ამათთან დაკავშირებით ჰააგიდან.
ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. გარდა იმისა, რომ მათ განახორციელებინეს პუტინს მისი სცენარი, შემდეგ გაუფორმეს რუსეთს ოკუპაცია, როდესაც ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ წერია, რომ ისინი იყვნენ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ინიციატორები და ამას უპასუხა რუსეთმა...თქვენ გახსოვთ ალბათ, როგორ გაიქცა ეს ადამიანი გორში ბრძოლის ველიდან. სიმბოლურად ასე შეიძლება დავინახოთ, როდესაც მიატოვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც იდგა უშიშრად გორის ქუჩაზე და ჩვენმა საზოგადოებამ იხილა გაქცეული მთავარსარდალი“
- ამბობს კობახიძე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania