04/08/201 138 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე უარყოფს, რომ ოპოზიცია თბილისის ოლქებში ერთიანი კანდიდატების წარდგენაზე შეთანხმდა

ფუნდამენტური შეცდომაა დაშვებული ფორმულირებაში, თითქოსდა ოპოზიცია რაღაცაზე შეთანხმდა და თითქოსდა მერე ეს შეთანხმება ოპოზიციამ დაარღვია, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმში“ განაცხადა.
გოცირიძემ კატეგორიულად უარყო, რომ ოპოზიცია შეთანხმებული იყო რომელიმე ოლქში საერთო კანდიდატების დაყენებაზე. მისივე განმარტებით, შეთანხმება მიღწეული იყო მხოლოდ საარჩევნო მოდელის ცვლილებაზე.
„ფუნდამენტური შეცდომაა დაშვებული ფორმულირებაში, თითქოსდა ოპოზიცია რაღაცაზე შეთანხმდა და თითქოსდა მერე ეს შეთანხმება ოპოზიციამ დაარღვია. 30 წლის განმავლობაში ერთმანეთთან დაპირისპირებული მტრული ძალები გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო. ეს ერთადერთი იდეა იყო პროპორციულ სისტემაზე, ან მასთან მიახლოებულ სისტემაზე გადასვლა და ოპოზიციამ გაიმარჯვა. ოდესმე უთქვამს ოპოზიციას, რომ ჩვენ ერთმანეთს კანდიდატებს არ დავუპირისპირებთ? ჩვენ ვთქვით, რომ ვიბრძოლებთ ერთად საარჩევნო სისტემის შესაცვლელად. მაგრამ „მადა ჭამაში მოდისო“ რომ იტყვიან, ოპოზიცია იმდენად წინ წავიდა, რომ უცებ გადაწყვიტა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა წინ და თბილისში კოორდინირებულად ერთიანი კანდიდატები ვიხილოთო. ეს ოპოზიციური ფორმატის მიზანს გასცდა, მაგრამ ყველა ერთ შეგნებულობამდე მივიდა, ამაზე უარესი, რაც დღეს არის, შეუძლებელია ხელისუფლება იყოს. ჩვენ არ ვმონაწილეობდით დანარჩენი 6 ოლქის განაწილებაში, მხოლოდ ორ ოლქში დავაყენეთ კანდიდატი. ველოდებით დიდუბეში და საბურთალოზე იქნებ რამე მსგავსი მოდელით შეთანხმდნენ პარტიები“, - განაცხადა გოცირიძემ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილის მიერ ისნის ოლქში ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული მაჟორიტარობის საერთო კანდიდატის, გიორგი ვაშაძის მიმართ კრიტიკული განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ვაშაძის პარტიამ მოითხოვა იმდენი, რამდენიც 10 პარტიას ერთად არ მოუთხოვია.
„არსებობს „ძალა ერთობაშია“. ამ ერთობიდან გადის ერთი პარტია, რომელიც ითხოვს 10-ჯერ მეტს, ვიდრე მისი წონაა. კოალიციაში არის 10 პარტია, მაგრამ ის ერთი გასული პარტია ითხოვს იმდენს, რამდენიც 10-ს არ მოუთხოვია. უკვე კონკურენტები გავხდით. თქვენ როდესაც თქვით, რომ ისანში საკუთარი კანდიდატურა დააყენა გიორგი ვაშაძემო, ჩვენ ხომ არ ვუყენებთ საკუთარ კანდიდატურას მას ისანში? ჩვენ ამ შეთანხმებას არ დავარღვევთ. დღევანდელი მდგომარეობით სტატუს-კვო რჩება. საბურთალოზე და დიდუბეში ბევრმა იმ პარტიამ დააყენა თავისი კანდიდატი, რომლებზეც ველოდით, რომ საერთო კანდიდატზე შეთანხდებოდნენ, ჯერ კიდევ არის დრო, რომ საერთო კანდიდატზე შეთანხმდნენ. დღეს ეს მოდელი სანახევროდ მუშაობს. ჯერ არ გვიფიქრია, მაგრამ თუ ვხედავთ, რომ ყველა პარტია აყენებს კანდიდატს... არსებითი მნიშვნელობა ექნება, რა შედეგს მიაღწევს პარტია პროპორციული სიით“, - განაცხადა გოცირიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey