Babajana LOGO

აშშ-ში კორონავირუსის 45 585 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 542 ადამიანი გარდაიცვალა

04 აგვისტოს 2020 03:42ნახვები 145წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 45 585 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4 713 540-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში „კოვიდ 19“-ს კიდევ 542 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 155 402-ს მიაღწია.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში რამდენიმე საათის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემია შესუსტდა. მისივე თქმით, ქვეყანამ „კოვიდ 19“-თან ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ინფიცირების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 6%-ით შემცირდა. „დამაიდებელი ნიშანია, ძალიან დამაიმედებელი, უნდა აღვნიშნო, რომ ვირუსი უკან იხევს,”- განაცხადა ტრამპმა.
ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania