03/08/201 019 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე ოპოზიციურ პარტიებზე - ჩვენ ვართ კონკურენტები ახლა და როცა პარლამენტში შევალთ, მერე ვიქნებით პარტნიორები

ჩვენ ვართ კონკურენტები ახლა და მერე ვიქნებით პარტნიორები, როცა პარლამენტში შევალთ და კოალიციურ ხელისუფლებას შევქმნით, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ "ევროპული საქართველოს" მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, კანდიდატების დამოუკიდებლად წარდგენა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა.
"ამ საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, როცა მანდატების 80 პროცენტი ნაწილდება პროპორციული სიით, ბუნებრივია, პოლიტიკური პარტიები პირველ რიგში, კონკურენტები არიან. არ არის იმ მოვლენის დრამატიზება საჭირო, რომ შესაძლებელია სადღაც კონკურენტები ვიყოთ.
ოპოზიციას შორის უპრეცედენტო ისტორიული შეთანხმება მოხდა, როცა მივაღწიეთ გამარჯვებას და პროპორციულთან მიახლობული საარჩევნო სისტემა იქნა მიღებული, თბილისში 6 ოლქში შეთანხმებული კანდიდატია დაყენებული. ამაზე მეტს არჩევნებში ოპოზიციას ნუ მოვთხოვთ“, - განაცხადა გოცორიძემ.
მისივე თქმოთ, არჩევნები ეს არის კონკურენცია, მოლაპარაკება, შეთანხმება და შეუთანხმებლობა და რაღაც მოვლენაზე წინააღმდეგობის გამოგონება არ შეიძლება.
"ნორმალურად მიდის პროცესი, ჩვენც დავაყენებთ ყველგან რეგიონებში. 30 ოლქიდან უდიდეს ნაწილში იქნება მეორე ტური, რომელი ოპოზიციური პარტიაც გავა მეორე ტურში, მთელი ოპოზიციური ფრონტის მხარდაჭერა ექნება, დავეხმარებით ყველას, თუ მათ მეორე ტურში გასვლა შეძლეს, ისევე როგორც ყველა ოპოზიციური სპექტრი დაეხმარება "ნაციონალურ მოძრაობას" მეორე ტურში. წარმოუდგენელია "ქართულმა ოცნებამ" მოაგროვოს ხმების 40-45%-ზე მეტი. მეორე ტური იქნება სწორედ კონფრონტაციისა და გაერთიანების საფუძველი", - განაცხადა გოცირიძემ.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY