Babajana LOGO

დავით მათიკაშვილი გიორგი რურუას განაჩენზე - ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება

30 ივლისს 2020 05:48ნახვები 248წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გიორგი რურუასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება სასამართლო სისტემაში არ ერევა და მართლმსაჯულება საქართველოში დამოუკიდებელია.
„საქართველოში მართლმსაჯულებას ახორციელებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, რომელმაც ცალსახად დამნაშავედ სცნო გიორგი რურუა. ამ განაჩენმა წერტილი დაუსვა ოპოზიციის სპეკულაციებს, რომლებიც ცდილობდნენ უდანაშაულოდ გამოეცხადებინათ "ნაციონალურ მოძრაობად" წოდებული კრიმინალური დაჯგუფების ერთ- ერთი კრიმინალი ლიდერი. ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება, რადგანაც ხელისუფლება და ხელისუფლების სხვა შტოები არ ერევიან სასამართლო საქმეებში. 2012 წლის შემდგომ მკვეთრად არის გამიჯნული ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილება და მართლმსაჯულებას ახორციელებს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ რაიმე სახით ეჭვის ქვეშ დავაყენოთ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება",- განაცხადა მათიკაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania