29/07/201 159 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი გახარიამ კონგრესმენ ჯო ვილსონის წერილი მიიღო - დიდად ვაფასებ თქვენს ღვაწლს და ჩვენ ვაფასებთ საქართველოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კონგრესმენის, სამხრეთ კაროლინის წარმომადგენელ ჯო ვილსონის წერილი მიიღო, რომელსაც ერთვის კონგრესისადმი მისი მიმართვის ტექსტი სახელწოდებით - "საქართველოს დემოკრატიული წინსვლა".
„ბატონო პრემიერ-მინისტრო! სიამოვნებით გიგზავნით 2020 წლის 25 ივნისით დათარიღებულ კონგრესის სხდომის ოქმის ჩანაწერის ასლს, რომელშიც ასახულია ჩემი გამოსვლა თემაზე - „საქართველო წინ მიიწევს დემოკრატიული თვალსაზრისით“ და რომელშიც თქვენ გახსენებთ. ჩემთვის პატივია წარმოვადგენდე სამხრეთ კაროლინის მეორე ოლქს კონგრესში და დიდად ვაფასებ თქვენს ღვაწლს. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს“, - მიმართავს კონგრესმენი ვილსონი გიორგი გახარიას.
წერილობით მიმართვაში, რომელიც ჯო ვილსონმა კონგრესში 25 ივნისს გააგზავნა, კონგრესმენი ხაზს უსვამს საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და წარმატებით მიმდინარე საარჩევნო რეფორმას.
„ქალბატონო სპიკერო, მიმდინარე კვირა საოცარი გამოდგა საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიული წინსვლის თვალსაზრისით, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით წარმართულ პროცესში მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმების პარლამენტში დამტკიცებისკენ პირველი ნაბიჯი გადაიდგა. ქართველი კანონმდებლების მიერ მიმდინარე კვირის განმავლობაში დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებები შერეულ საარჩევნო სისტემას შექმნის საქართველოში, რაც კომპრომისია ქვეყნის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს შორის 8 მარტით დათარიღებული შეთანხმებისთვის განხილულ ვარიანტებს შორის. საქართველოს პარლამენტის მიერ ამ მნიშვნელოვანი რეფორმის დამტკიცება მეტყველებს საქართველოს ერთგულებაზე დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ამერიკელი ხალხი აფასებს გაბედულ ქართველ კანონმდებლებს, რომლებმაც 8 მარტის შეთანხმებას დაუჭირეს მხარი. ყოველივე ეს მოიცავს მიმდინარე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვან საარჩევნო რეფორმებს, თუმცა ასევე ეხება სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევების დაუშვებლობის ძალისხმევას. ამგვარად შეძლებს საქართველო მიღწეული წინსვლის დაცვას და საკუთარი თავისთვის იმის კიდევ ერთხელ დამტკიცებას, რომ რეგიონში დემოკრატიული გარდაქმნის თვალსაზრისით უდავოდ წარმატებული ქვეყნის მოდელია“, - აღნიშნავს კონგრესმენი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY