Babajana LOGO

აშშ კორონავირუსთან ბრძოლისთვის ჩინეთს 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს

08 თებერვალს 2020 13:17ნახვები 468წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
კორონავირუსთან საბრძოლველად აშშ ჩინეთს 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. პომპეომ კორონავირუსის დასამარცხებლად მეტი აქტიურობისკენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა.
ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღეში აშშ ჩინეთს 17.8 ტონა სამედიცინო აღჭურვილობას, მათ შორის სამედიცინო ნიღბებს, სპეციალურ აღჭურვილობასა და მედიკამენტებს გაუგზავნის. იქამდე კი, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სი ძინპინმა პრეზიდენტ ტრამპს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა. მისი თქმით, უხანის კორონავირუსის პრევენცია და კონტროლი „კრიტიკულ ეტაპზეა“.
„პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი შეძლებს და ახალი კორონავირუსის გამოწვევას გაუმკლავდება “, - ნათქვამია განცხადებაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania