Babajana LOGO

გია ვოლსკი - გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ოპოზიციის "ჟივილ-ხივილი" გაუგებარია

28 ივლისს 2020 10:35ნახვები 289წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ოპოზიციის "ჟივილ- ხივილი" გაუგებარია.
როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, სატელეფონი საუბარი, რომელიც გიორგი გახარიას და მაიკ პომპეოს შორის შედგა, საქმიანი იყო.
„საკითხები, რომელიც განიხილეს, ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ არჩევნებს ეხება და საერთოდ, გაუგებარია ჟივილ-ხივილი გაერთიანებული ოპოზიციის ბანაკში იმასთან დაკავშირებით, თუკი სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ მას აინტერესებს და არა მხოლოდ აშშ-ს, ყველა ჩვენს პარტნიორს, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტით. ჩვენც რასაკვირველია, გვაინტერესებს რომ ასე მოხდეს და ვფიქრობ, ეს სურვილი არ აქვთ ჩვენს ოპონენტებს, პირიქით, ცდილობენ ისეთი გარემო შექმნან, როცა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით აშშ- ის კეთილ სურვილებს დაუკავშირებენ რაღაცა გაუგებრობას ჩვენ ორ ქვეყანას შორის, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს. საზოგადოებას მოვუწოდებ, არ შევიდეს შეცდომაში, აშშ არის ჩვენი მოკავშირე, საკმაოდ დიდი და მაღალია ინტენსივობა ჩვენი ურთიერთობებისა, ყველა სფეროში, ეს შენარჩუნებული იქნება,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania