Babajana LOGO

გია ვოლსკი - ოპოზიციამ ხელისუფლებასთან ბრძოლა სახელმწიფოსთან ბრძოლად გადააქცია

27 ივლისს 2020 06:19ნახვები 176წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან ბრძოლა სახელმწიფოსთან ბრძოლად გადააქცია, რაც მასვე აზიანებს.
მისი თქმით, ოპოზიციურ გაერთიანებას მხოლოდ ერთი მიზანი - რევანში აერთიანებს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა ძალაუფლების განაწილებაზე აქვთ. აღნიშნულის შესახებ ვოლსკიმ ოპოზიციური ერთობიდან "ძალა ერთობაშია" გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის გასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
"გაერთიანებულ ოპოზიციას ახასიათებს ორი მთავარი ნიშანი. ერთი, რომ ამოცანა აქვთ როგორმე რევანშის მეშვეობით ხელისუფლებაში მოვიდნენ და მეორე - აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულება აქვთ იმაზე, თუ ვის რა დოზით ეკუთვნის ამ ხელისუფლებაში მართვის სადავეები. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პიროვნებების გასვლა საერთო შემადგენლობიდან ან ერთმანეთის მიმართ გარკვეული პრეტენზიების გამოთქმა ჩვეულებრივი ამბავია და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული შეფასება არ გამაჩნია.
ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებულ ოპოზიციას ასუსტებს ის, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა გადააქციეს სახელმწიფოსთან ბრძოლად. რა მეთოდით ებრძვიან სახელმწიფოს, ამაზე საერთო აზრი აქვთ, განსხვავებული აზრი აქვთ იმასთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, თუ ვის რამდენი უნდა ჰქონდეს ხელისუფლების სადავე რევანშის პირობებში. ეს არის ორი მთავარი დამახასიათებელი გაერთიანებული ოპოზიციის და ახლა, თაკო (ჩარკვიანი) გავა საერთო ფერხულიდან თუ სხვა, ამას არ აქვს მნიშვნელობა,"- განაცხადა ვოლსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania