Babajana LOGO

ამირან გამყრელიძე - 10, 14 და 20 შემთხვევა მართვადია, საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში

26 ივლისს 2020 04:17ნახვები 214წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
10, 14 და 20 შემთხვევა მართვადია, საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში , - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, თუ მასიურად მოხდება ადამიანების გამოკვლევა და მათი დროული იზოლირება, ყოველდღიურად გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი დაიკლებს.
„თუ მოვერიეთ და ჩავაქრეთ, რაც გვაქვს ახლა ყარაჯალარში, გაჩიანის მუნიციპალიტეტში, ლილოში, თუ მასიურად გამოვიკვლიეთ ეს ადამიანები და დროულად მოვახერხეთ ინფიცირებულების იზოლირება, რა თქმა უნდა, მერე დაიკლებს. იცით, რომ ინტენსიურ კვლევებს ვაწარმოებთ. გუშინ დაახლოებით 500-500 ბიოლოგიური სინჯი იქნა ორივეგან აღებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, შემთხვევების ზრდა პროგნოზირებადი იყო და ვითარება, როცა დღეში 20-მდე შემთხვევაა ქვეყანაში, მართვადია.
„ეს პროგნოზირებადი იყო. იცით, მეტია ფრენები, ურთიერთობები, ტვირთი უნდა შემოვიდეს ხომ ქვეყანაში და ერთ-ერთი ძირითადი წყარო სატვირთო ავტომობილების მძღოლებია. ეს ჩვეულებრივად არის შედეგი შემსუბუქების და მობილობის ზრდის, რომელიც პროგნოზირებადი იყო. მთავრია, რომ ჩვენ ამას ყველაფერს ვაკონტროლებთ, მართვის ქვეშ არის. მთავარია არ იყოს ბევრი შემთხვევა, 10 , 14 და 20 მართვადია, საყურადღებოა იმ თვალსაზრისით და ნიშანია იმის, რომ ინფექცია არის და ცირკულირებს ქვეყანაში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania