23/07/201 153 ნახვა წყარო: imedinews.geფოტო: imedinews.ge

გიორგი ვოლსკი -„ფრონტერა“ მაგალითია, თუ როგორ უფრთხილდება საქართველო უცხოურ კომპანიას

„ოპოზიციას წარმომადგენლები „ფრონტერას“ არ ლობირებენ, ვინაიდან იციან, რომ ფრონტერას აქვს უშველებელი დავალიანება ხალხის მიმართ. ოპოზიციას არ უნდა გაიფუჭოს ურთიერთობა კონკრეტულ ამომრჩევლებთან, რომლებიც არიან დაჩაგრულები ამ კომპანიის მიერ. აქ ისინი ლობირებენ იმას, რომ როგორმე ხელისუფლება წარმოჩნდეს ისე, თითქოს უცხოურ ბიზნესს ავიწროებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება არა თუ ავიწროებს „ფრონტერას“ არამედ, მათ 20 წლით გაუხანგრძლივდა პირობა, რათა ენახებინათ, რომ ისინი რამე საბადოს იძიებენ იკვლევენ და აქედან ქვეყანას გააჩნია რამე პერსპექტივა, რომ მიიღოს რამე დამატებითი ენერგორესურსები.
„20 წელი არის უპრეცენდენტო ვადა იმისთვის, რომ „ფრონტერას“ შეესრულებინა თავისი ვალდებულება. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სასამართლოთა შორის გამორჩეულმა, ჰააგის არბიტრაჟმა შეაფასა ვითარება და ვერდიქტი გამოიტანა - რომ არავითარი სიმართლე „ფრონტერას“ მხარეს არ აქვს. ვინც არ უნდა ლობირებდეს მას. საქართველოს წარმოჩენაა მიზანი და ზოგიერთი „ფრონტერას“ ლობისტი ამერიკელი კონგრესმენის ყურადღების გამახვილებაა მიზანი. რაც შეხება იმ ტერიტორიებს, სადაც ისინი რეალურად აწარმოებენ საქმიანობას და საბჭოთა პერიოდიდან მოიპოვებენ ნავთობს, ამ საკითხთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს, რომ ჰააგის არბიტრაჟს არ აქვს უარყოფითი შეფასება. ჩვენც უნდა ვიფიქროთ ამ დეზინფორმაციის დაძლევაზე. სამწუხაროა, რომ ამ საქმეში ახალგაზრდა ჟურნალისტების საკმაოდ დიდი რაოდენობაა ჩართული“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან კომპანიის შევიწროება არც ხდება და ვერც მოხდება.
„გადახედეთ ბიზნესის კეთების რეიტინგებს - რა გვქონდა და რა გვაქვს დღეს. შეხედეთ ციფრებს, საერთაშორისო შეფასებებს, სად შეიძლება ბიზნესის კეთება, რომელი ქვეყანაა მოწინავე რიგებში უსაფრთხო ქვეყნებიდან, რა კეთდება იმისთვის, რომ ხალხი გადარჩეს ამ ვირუსის შემოტევისგან. „ფრონტერა“ არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ დავინახოთ, თუ როგორ უფრთხილდება საქართველო უცხოურ კომპანიას, მიუხედავად მათი არაკეთილსინდისიერებისა, რამდენ დათმობაზე მიდის. რასაკვირველია, ის 1% იმ ფართობისა, რასაც ისინი ფლობდნენ, არის ის, სადაც ფრონტერამ რაღაც წარმატებას მიაღწია. იქ მუშაობის გაგრძელებაზე ჩვენს სახელმწიფოს არავითარი პრეტენზია არ გააჩნია“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მისი თქმით, დაახლოებით 240 ათასი დოლარი არის დახარჯული ლობისტებისთვის, რათა საქართველო ჩაეყენებინათ უხერხულობაში, ან დასჯილიყო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან „ფრონტერას“ ინტერესებიდან გამომდინარე.
„საკმაოდ დიდი ფულია, იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ უზნეობაზე. ამდენი ხალხი არის ხელფასებს მოწყურებული, რომელთაც თითქმის ერთი წლის განმავლობაში არ მიუღიათ შესრულებული სამუშაოსთვის ხელფასები. ამ დროს 250 ათასამდე დოლარი იხარჯება ლობისტებისთვის. ეს არის რეალობა. ამ რეალობის მიუხედავად, იქ, სადაც ფრონტერას წარმატება აქვს, სადაც რაღაც გააკეთა ისეთი, რასაც თვალსაჩინოება გვიდასტურებს, რომ მოპოვება მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით სახელმწიფოს სადაო „ფრონტერასთან“ არ აქვს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY