Babajana LOGO

გია ხუხაშვილი - თემურ აბაზოვის „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ყოფნა ცინიზმია

23 ივლისს 2020 04:46ნახვები 414წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
თემურ აბაზოვის „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ყოფნა ცინიზმია, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება. როგორც გია ხუხაშვილი აცხადებს, „ქართულ ოცნებაში“ კანდიდატების შერჩევისას მანკიერ კრიტერიუმებს იყენებენ.
„ქართულ ოცნებაში“ ფასობს ერთგულება. „ქართული ოცნება“ მხარდამჭერებზე ერთგულების სანაცვლოდ, ინდულგენციებს წერს. ალბათ, აიღეს შუა საუკუნეებიდან და იგივე პრინციპებით მოქმედებენ. ეს ხომ არ არის ერთადერთი შემთხვევა?! რამდენი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავთ პორტირებული, ადრე რაღაცებში შემჩნეული, ასეთია ცხოვრება, ასეთია მათი მართვის ფილოსოფია. ერთგულება მთავარი კრიტერიუმია, რაც არ უნდა ჰქონდეს დაშავებული მათი მოღვაწეობისას თუ წინა ხელისუფლების დროს, გულში ჩაგიხუტებენ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი. ამასთან, გია ხუხაშვილი დასძენს, რომ „ქართული ოცნება“ ცინიზმით გამოირჩევა.
„მარნეული, ქვემო ქართლის რეგიონი ძალიან სპეციფიკურია საარჩევნო თვალსაზრისით. ალბათ, აზერბაიჯანელ ძმებთან უშვებენ გზავნილს, რომ მთავრია ჩვენი, „ქართული ოცნების“ ერთგულება, თუ ერთგული ხარ, ყველაფერი გეპატიება. ამიტომ იყავით ჩვენი ერთგულები, როგორც ეს ხდებოდა. ასეთ ცინიზმთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, თემურ აბაზოვის „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ყოფნა ცინიზმია.
ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარობა რა, არ იყო ცინიზმის გამოვლენა? ან „ნაციონალური მოძრაობიდან“ პორტირებულების დეპუტატობის კანდიდატად წამოყენება არ იყო ცინიზმის გამოვლენა?! მთაწმინდაზე კანდიდატი დაგვიყენეს, რომელმაც 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენიმე ათეული ათასი შესწირა. ყველაფერი ცინიზმია, სამწუხაროდ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania