22/07/201 030 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - ქვეყანაში კრიმინალის გაცოცხლებას ხელი ხელისუფლებამ შეუწყო

დღე არ გავა, რომ რაღაც საშინელება არ გავიგოთ. ყოველდღე ხდება მკვლელობები, ძალადობა. ეს არის იმ ატმოსფეროს შედეგი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს გამოეხმურა. გოცირიძის თქმით, ქვეყანაში კრიმინალის გაცოცხლებას ხელი ხელისუფლებამ შეუწყო.
"როცა ჯინს გამოუშვებ იმ იმედით, რომ რაღაცაში დაგეხმარება და ეს რაღაცა არის საკუთარი პოლიტიკური მიზნები და მთელი ამ 8 წლის განმავლობაში კრიმინალი გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ" საარჩევნოდ და სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის, მაშინ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი იქმნება. თავს გამოყოფს დამნაშავეთა სამყარო, როლმის მოთოკვა უკვე შეუძლებელია მსგავსი ხელისუფლების მიერ. დამნაშავე არის ხელისუფლება. სტატისტიკა ვნახოთ, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყველაფერი გაუარესებულია. მძიმე დანაშაული, მსუბუქი დანაშაულიც, სხეულის დაზიანება, მკვლელობა, ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ძარცვა - შევარდნაძის დრო დაგვიბრუნდა. ერთადერთი გამოსავალია ხელისუფლების შეცვლა, კრიმინალის მოთოკვა და საკუთარი ადგილის მიჩენა. საკუთარი ადგილი არის ციხე ან, როგორც მაშინ ქურდები გარბოდნენ საქართველოდან, ან აქ ციხეში ან წავიდეს და რუსეთს შეაფაროს თავი. ნდობა ნულია. როცა უკვე ხელისუფლება არავინ ენდობა და ნებისმიერი გახმაურებული საკითხი რჩება გამოუძიებელი, კითხვის ნიშნების ქვეშ ექცევა ეს საკითხები, ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, რაღაც ფორმით არის თანამონაწილე ამ პროცესში. ის ზომავს არა სამართლიანობისა და კანონიერების კუთხით ამა თუ იმ დანაშაულს, არამედ იმით, თუ რამდენად წაადგება მას პოლიტიკურად, ან რამდენად შეეხება მისი პოლიტიკური გუნდის ამა თუ იმ ნაწილს. მთავარია პოლიტიკა და ინტერესები და არა სამართლიანი გამოძიება და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა", - განაცხადა გოცირიძემ. რომან გიცირიძის თქმით, როდესაც ყველა გახმაურებულ საქმეში ხელისუფლება მონაწილეობს და ამ საქმეებს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ წარმართავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ ნდობა დაკარგა და ნდობა დაკარგა გამოძიებამ.
"არავინ ენდობა. ახლა რომ აგური ჩამოვარდეს და მიკროფონს დაეცეს, ამაზეც ვიტყვით, რომ ზემოთ პარლამენტის წევრი იჯდა და ქვებს ის აგდებდა, იმდენად ურევია ყველაფერში ხელისუფლების ხელი. კრიმინალი გააღვიძეს, ამას გაცოცხლებას ხელი ხელისუფლებამ შეუწყო", - განაცხადა გოცირიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA