Babajana LOGO

3 მიმართულების გარდა რეგულარული რეისები სექტემბრამდე არ აღდგება

22 ივლისს 2020 02:54ნახვები 434წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა 1 სექტემბრამდე გახანგრძლივდა - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ეს შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ სამ მიმართულებას - პარიზი, მიუნხენი და რიგა. 
საქართველოს საავიაციო საააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები ყველა სხვა მიმართულებაზე გახანგრძლივდება 21.07.20-დან და 31.08.20-ის ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში რეგულარული ფრენები 1 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა მთავრობამ ეს ვადა 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა. 
ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა, საქართველოს წევრ ქვეყნებთან საზღვრები, 1  ივლისიდან გაუხსნა, ამის მიუხედავად,  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში უპირობოდ  ევროკავშირის წევრი მხოლოდ ხუთი ქვეყნის მოქალაქეები შემოვლენ -  გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის.
იმავე ქვეყნებიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები კი 2 კვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania