Babajana LOGO

ვაშინგტონმა რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა

20 ივლისს 2020 12:28ნახვები 558წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

აშშ-მ რამზან კადიროვს სანქცია დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს აეკრძალა აშშ-ში შესვლა და ეს გადაწყვეტილება კადიროვის მხრიდან, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას უკავშირდება.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ კადიროვი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების არაერთ უხეშ დარღვევაზე, მათ შორის წამებასა და მკვლელობებზე
აშშ-ს შავ სიაში კადიროვის გარდა მისი მეუღლე და შვილებიც მოხვდნენ. 


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania