Babajana LOGO

არჩილ თალაკვაძე - რამდენიმე მაჟორიტარი კანდიდატის შემთხვევაში კვლევები ჩავატარეთ და გადაწყვეტილებები ამის შედეგად მივიღეთ

20 ივლისს 2020 10:58ნახვები 350წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
რამდენიმე მაჟორიტარი კანდიდატის შემთხვევაში ჩავატარეთ კვლევები და გადაწყვეტილებები მივიღეთ ამის შედეგად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ მომენტისთვის ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით „ქართულ ოცნებას“ მაღალი მხარდაჭერა აქვს.
"ჩვენ პერიოდულად ვატარებთ პარტიულ კვლევებს და ვიცით, რომ ამ მომენტისთვის გვაქვს მაღალი მხარდაჭერა, ეს არის კამპანიის დასაწყისი. რამდენიმე მაჟორიტარი კანდიდატის შემთხვევაში ჩავატარეთ კვლევები და გადაწყვეტილებები მივიღეთ სწორედ ამის შედეგად. თბილისის მაჟორიტარები სწორედ იმის მიხედვით გადავწყვიტეთ, ვინ რომელ უბანში იქნება თუ რა გვიჩვენა კვლევებმა. მაგალითად, დავით სერგეენკოს მთელი თბილისის მასშტაბით, განსაკუთრებით, საბურთალოს რაიონში ჰქონდა მაღალი რეიტინგი ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეყენებინა მისი კანდიდატურა. იგივე იყო სოზარ სუბართან დაკავშირებით. ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა სამგორის რაიონში. ის შესანიშნავი ომბუდსმენი და რეფორმატორი მინისტრი იყო. ასევე, კახი კახიშვილს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდა პოზიტიური რეიტინგი, თუმცა განსაკუთრებული მხარდაჭერა ჰქონდა ისანში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals