Babajana LOGO

“ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა

19 ივლისს 2020 11:02ნახვები 338წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ „ფეიქსბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა, რომელსაც “ქართული ოცნება” საზოგადოებას ხვალ წარუდგენს.
„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას სწორედ ორშაბათს, 20 ივლისს ხსნის.
ცნობისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania