15/07/201 261 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ეკა ბესელია - ბილბორდებზე კობახიძე, კილაძე, ოხანაშვილი და მათიკაშვილი ვერ გაიკვრებიან ხომ? ერთადერთი არის ივანიშვილი და ის თუ არ გამოჩნდა, ვინ არის “ქართული ოცნება”?

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი, ის მაინც “ქართულ ოცნებასთან” ასოცირდება და მის გარეშე მმართველი პარტია აღარაფერი რჩება.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ივანიშვილი “ქართული ოცნების” სიის სათავეში ვიხილოთ, ბესელია ვარაუდობს, რომ ასე არ იქნება.
“თუ თვითონ ყველაფერი თავდაყირა არ დააყენა, არ მგონია. იქნება თუ არა, ის ისედაც ასოცირდება “ქართულ ოცნებასთან”, იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” ივანიშვილის გარეშე ხომ აღარაფერი აღარ რჩება? ამიტომ ავტომატურად ამომრჩეველი იდენტიფიცირებას მასთან აკეთებს და სიაში ჩაეწეროს ისეთი არჩევნების წინ, სადაც მას თავად არ სჯერა, რომ უმრავლესობით მოიგებს ამ არჩევნებს. რა ლოგიკა უნდა იყოს, ვერ ვხვდები. ეს არის ერთადერთი რესურსი, რაც „ქართულ ოცნებას” დარჩა დღეს. ბილბორდებზე კობახიძე, კილაძე, ოხანაშვილი და მათიკაშვილი ვერ გაიკვრებიან ხომ? ერთადერთი ვინ დარჩა „ქართულ ოცნებას“, არის ივანიშვილი, რომელიც, თუ არ გამოჩნდა, მაშინ ვინ არის “ქართული ოცნება”? არავინ აღარ დარჩა. რამდენიმე ადამიანს თუ გამოაკლებთ, ვინც 2012 წლიდან დარჩა და რამდენიმე არის “ნაციონალური მოძრაობის” ფილიალი. ივანიშვილი თუ არ გამოჩნდა საჯარო შეხვედრების დროს, კამპანიას ვინ ჩაატარებს? ივანიშვილი გამოჩნდება თუ არა, ის არის “ქართული ოცნების” მთავარი შემომწირველიც, მთავარი პოლიტიკური საყრდენიც. მოცემულობა ესაა და ჩვენთვის ყველასთვის ეს ცნობილია“, - განაცხადა ბესელიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA