Babajana LOGO

რუსეთში, 24 საათში კორონავირუსის 6 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 104 ადამიანი გარდაიცვალა

13 ივლისს 2020 04:07ნახვები 155წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 733 699-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 104 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 11 439-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 504 021 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 2 960 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania