Babajana LOGO

ინფორმაციის "მთავარის" ეთერში გასვლის შემდეგ, შსს-მ, 74 წლის კაცის ცემის ბრალდებით 3 პირი დააკავა

13 ივლისს 2020 03:54ნახვები 240წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ხაშურში 74 წლის მამაკაცის, მიხეილ ფატარიძის ცემაში ეჭვმიტანილები დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი "მთავარი არხის" ეთერში ინფორმაციის გასვლის შემდეგ დააკავა. 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა 74 წლის კაცს ფიზიკური შეურაცხყოფა ჯგუფურად მიაყენეს. 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების ორ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მოხდა. დაზარალებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ 74 წლის კაცს რამდენიმე პირი, რომლებიც სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, გამეტებით ურტყამდა. 
მოსახლეობა ამბობს, რომ მათთან 90-იანი წლები დაბრუნდა და ქუჩაში კრიმინალები დათარეშობენ. მიზეზად კი პოლიციის ე.წ. ქურდულ სამყაროსთან, მჭიდრო კავშირებს ასახლებენ.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania