Babajana LOGO

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - სომხური მხარე დანაკარგის შესახებ ინფორმაციას მალავს

13 ივლისს 2020 02:26ნახვები 196წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
სომხური მხარე დანაკარგის შესახებ ინფორმაციას მალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენმა სამხედრო ნაწილებმა ღამის შეტაკებების დროს არტილერიის, ნაღმტყორცნებისა და ტანკების საშუალებით მტრის ძირითადი პოზიციები, საარტილერიო ხელსაწყოები, საავტომობილო და ცოცხალი ძალები გაანადგურეს. ამჟამად მდგომარეობას ჩვენი ჯარისკაცები აკონტროლებენ, მტრის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები ხორციელდება. მტრის მხარე მალავს ინფორმაციას დანაკარგის შესახებ,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ბრძოლის დროს დაიღუპა აზერბაიჯანის არმიის გენერალ-ლეიტენანტი მაჰმუდოვ რაშად რაშიდი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania