Babajana LOGO

სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი - მოწინაარმდეგე მხარემ დაკარგა ცოცხალი ძალა, ჩვენი მხრიდან დანაკარგი არ არის

12 ივლისს 2020 11:22ნახვები 1 123წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
აზერბაიჯანის შეიარაღებულიძალების სამხედროები 12:30 საათზე, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, „უაზ“-ის ავტომანქანით შეეცადნენ სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევას ტავუშის მიმართულებით. „ნიუს.ამ“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი შუშან სტეპანიანი წერს.
„სომხური მხარის გაფრთხილების შედეგად, მოწინააღმდეგე მხარის სამხედროებმა მიატოვეს ავტომანქანა და დაბრუნდნენ საკუთარ პოზიციებზე. 13:45 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროები, საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით შეეცადნენ დაეკავებინათ ჩვენი საყრდენი პუნქტი. თუმცა, ცეცხლის გახსნის შედეგად ისინი უკუიქცნენ, რა დროსაც დაკარგეს ცოცხალი ძალა. სომხეთის მხრიდან დანაკარგი არ არის“, - წერს თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania