Babajana LOGO

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთის საზღვართან ბრძოლის შესახებ იუწყება, არიან დაღუპულები

12 ივლისს 2020 10:24ნახვები 1 048წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის საზღვართან მიმდინარე ბრძოლის შესახებ იუწყება. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„12 ივლისის შუადღიდან დაწყებული სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა, რომელმაც უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის ტოვუზოვის რაიონში, საარტილერიო დანადგარებიდან დაცხრილა ჩვენი პოზიციები. დანაკარგებია ორივე მხარეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ბრძოლები ამ მიმართულებით. ჩვენი ქვედანაყოფები აკონტროლებენ ოპერატიულ მდგომარეობას“ , - განუცხადეს სააგენტოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
მათივე ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ დაკარგა ორი სამხედრო მოსამსახურე, დაჭრილია ხუთი ჯარისკაცი. მათივე ცნობით, ადეკვატური ზომების შედეგად მოწინააღმდეგემ მიღო დანაკარგი და უკან დაიხია.
სააგენტოს ინფორმაციით, სომხეთის მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals