Babajana LOGO

არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამაკაცი, რომელიც ე.წ. მესაზღვრეებმა დაჭრეს, ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს

12 ივლისს 2020 05:25ნახვები 407წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
კასპის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან. მისიის მონიტორები გამყოფ ხაზთან, სხვილოს ციხის სიახლოვეს, იმ ტერიტორიაზეც იმყოფებოდნენ, სადაც ზაზა გახელაძის დაკავება მოხდა და ასევე დაკავებულის ოჯახის წევრებსაც შეხვდნენ.
კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის სტეფანე მესროფაშვილის ინფორმაციით, დაკავებული გახელაძე, რომელსაც ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება, ახალგორის საავადმყოფოდან ცხინვალში გადაიყვანეს.
,,სოფელში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. მონიტორები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზეც - სხვილოს ციხის სიახლოვეს, სადაც ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით, გახელაძე, რომელსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს, ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ევროკავშირის მისიის წევრები დაკავებულის ოჯახის წევრებსაც შეხვდნენ, ასევე, ოჯახს დაუკავშირდნენ ორგანიზაცია ,,წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებიც“, - აღნიშნა მერის წარმომადგენელმა.
33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან გუშინ დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania