Babajana LOGO

აშშ-ში კორონავირუსის 63 900 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11 ივლისს 2020 04:01ნახვები 248წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
აშშ-ში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 63 900 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 181 846 - მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-სგან დაღუპულთა რიცხვმა 134 059-ს მიაღწია.
„როიტერსის“ ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დაინფიცირების შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა აშშ-ის 9 შტატში: ალასკაში, ჯორჯიაში, აიდაჰოში, აიოვაში, ლუიზიანაში, მონტანაში, ოჰაიოში, იუტასა და უისკონსინიში.
ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსისგან დაღუპულების რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania