Babajana LOGO

ირაკლი სესიაშვილი - სააკაშვილის განცხადება არ დარჩება რეაგირების გარეშე, ამაზე პასუხი მოეთხოვება უკრაინას

09 ივლისს 2020 13:45ნახვები 890წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება რეაგირების გარეშე არ დარჩება და ამაზე პასუხი უკრაინას მოეთხოვება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მძიმეა იმის მოსმენა, რომ უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს.
„არავის გაკვირვებია სააკაშვილის მორიგი სამარცხვინო პროპაგანდა და ტყუილებით გაჯერებული განცხადება, პოლიტიკური ბაქი-ბუქი, ეს არავის გაკვირვებია, ის არის პოლიტიკური დამნაშავე თავისი ქვეყნის წინაშე და ძებნილია ქართული მართლმსაჯულების მხრიდან, მაგრამ ეს არის ერთი ნაწილი და ამას საზოგადოება კარგად ხედავს. მაგრამ მეორე საყურადღებო თემაა, რომ ის წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას. ის არის უკრაინის საჯარო მოხელე, შესაბამისად, მისი ეს განცხადება, როდესაც ის ამ ქვეყნის ლეგიტიმაციაზე საუბრობს, თავისთავად ცხადია, არ დარჩება რეაგირების გარეშე, ამაზე პასუხი მოეთხოვება უკრაინას.
ჩვენი სახელმწიფოსთვის თემა არის ის, რომ უკრაინის საჯარო მოხელე ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში და მათ შორის მძიმეა იმის მოსმენა, როდესაც უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს. თავისთავად ცხადია, ამაზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება“,- განაცხადა სესიაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals