Babajana LOGO

ანრი ოხანაშვილი - კანონპროექტი კონგრესის ოფიციალური პოზიცია არ არის - მაგალითად, ემზარ კვიციანმა „დააინიცირა“ პროექტი, ეს ხომ არ გამოხატავს პარლამენტის პოზიციას?

09 ივლისს 2020 09:27ნახვები 938წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, აშშ-ის კონგრესის ან სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია არ არის. მისი თქმით, დღეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ისეთია, როგორც არასოდეს. ოხანაშვილის განცხადებით, ამას მოწმობს ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობა, ორპარტიული მხარდამჭერი აქტი და ა.შ.
“ამ საკითხს სერიოზულად ვერ მივუდგებით, რადგან წარმოიდგინეთ, რომ პარლამენტის ერთმა წევრმა დააინიციროს პროექტი საქართველოს პარლამენტში და მოითხოვოს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ან სხვა სტრატეგიული პარტნიორის, ან მეგობარი სახელმწიფოს მიმართ რაღაც სანქციების დაწესება. ეს ხომ არასერიოზული იქნება? ეს ხომ არ გამოხატავს პარლამენტის პოზიციას? ეს არ არის არც კონგრესის და არც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია. მარტივად რომ ავხსნათ, მაგალითად, ემზარ კვიციანმა დააინიცირა ასეთი პროექტი. ეს ხომ არ გამოხატავს პარლამენტის და მითუმეტეს, მმართველი პარტიის განწყობას? არასერიოზულია იმაზე მსჯელობა, რომ ეს იდეა რაიმე სერიოზულ დოკუმენტად იქცეს”,- განაცხადა ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილი ოპონენტებს მოუწოდებს, დაფიქრდნენ და საკუთარ განცხადებებს დაუკვირდნენ, რადგან მისი თქმით, “ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება ვინმეს ინტერესებში შედიოდეს და მათ უხაროდეთ მსგავსი სახის იდეები”.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals