09/07/201 849 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - მსურს მივმართო ივანიშვილს, გახარიას და „ქართული ოცნების“ ლიდერებს - თქვენ ალბათ, აშშ რუსეთი გგონიათ

მსურს მივმართო ბიძინა ივანიშვილსგიორგი გახარიას და „ქართული ოცნების“ ლიდერებს - თქვენ ალბათ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთი გგონიათ, სადაც ფულით შეგიძლიათ ყველაფერი მოაგვაროთ. ამერიკა მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიას და ქართველ ხალხს და არ მოგცემთ არც ერთ შემთხვევაში დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვის შესაძლებლობას, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამ ორი დღის განმავლობაში ჰქონდა არჩევანი, რომ პროგრესი ეჩვენებინა და რაღაც გამოესწორებინა, თუმცა მათ სხვა გზა აირჩიეს.
„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიას და ეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა. „ქართულმა ოცნებამ“ კონგრესის მიერ გავრცელებული პირველი ინფორმაციის შემდეგ, სადაც საქართველოს სანქციებზე იყო საუბარი, საკუთარი მრავალრიცხოვანი არაერთი ლობისტური კომპანიების არმია შეასია კონგრესს და სენატს. აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ არგუმენტი მხოლოდ ზოგადი ფრაზეოლოგია იყო საქართველოს კრიტიკასთან დაკავშირებით. ამის საპასუხოდ „ქართული ოცნებისათვის“ კიდევ უფრო მკაცრი შესწორებები შევიდა დოკუმენტში, რომელიც დამტკიცდება სავარაუდოდ უკვე საბიუჯეტო კომიტეტზე. საბოლოო ჯამში კონგრესი და სენატი მიიღებს საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად ახალ შესწორებულ დოკუმენტს. დოკუმენტში საუბარია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად. საუბარია სასამართლოში გამეფებულ კლანურ მმართველობაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ქვეყანაში, საუბარია მედია თავისუფლებაზე, საუბარია პოლიტიკოსების მიმართ ანგარიშსწორებაზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ მმართველობაზე, რომელსაც არც ერთ შემთხვევაში არ შეეგუება ამერიკის შეერთებული შტატები”, - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, საქნციების თავიდან არიდების ერთადერთი გზა ამერიკელი პარტნიორების მოთხოვნების შესრულებაა.
„ქართულ ოცნებას“ ამ ორი დღის განმავლობაში ჰქონდა არჩევანი, რომ პრობლემურ წერტილებზე პროგრესი ეჩვენებინა და რაღაც გამოესწორებინა, თუმცა მათ აირჩიეს სხვა გზა. ეგონათ, რომ ფულით კონგრესში და სენატში რამეს გადაწყვეტდნენ. ერთადერთი გზა, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იმ სანქციებს აგვარიდებს, რომელზეც საუბარია ამ დოკუმენტში, არის ის, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოთ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მხრიდან მომდინარეობს. დაუყოვნებლივ ხელი აიღოთ ქართული დემოკრატიის ხელყოფიდან, ჩაატაროთ სამართლიანი არჩევნები და მოემზადოთ ოპოზიციაში გადასვლისათვის. იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა საქართველოში დემოკრატიული განვითარების. ყელში ამოუვიდა ყველას უკვე თქვენი მავნებლობა, რის გამოც ზიანს იღებს ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინტერესები. შეუქცევადია ეს პროცესი, რაც არ უნდა ფული დახარჯოთ ლობისტებში, ვინც არ უნდა ჩარიოთ, ეს არ შეიცვლება! ლობისტი არ წყვეტს ამას. ამას წყვეტენ ის ამერიკელი პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი. წყვეტენ ის პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც სულერთი არ არის, როგორი მმართველობა იქნება საქართველოში. ამერიკას სჭირდება ძლიერი საქართველო, როგორც წამყვანი პარტნიორი რეგიონში. თქვენ ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებით. სწორედ, ამიტომ განაჩენი გამოგიტანათ საერთაშორისო საზოგადოებამ და ასევე განაჩენს გამოგიტანთ ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს ქართული არჩევნებით" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,