Babajana LOGO

დონალდ ტრამპი - ახლა ქვეყნის გახსნის დროა, იქ, სადაც ხანძარი გაჩნდება, ჩავაქრობთ, თუმცა არასდროს დავიხურებით

08 ივლისს 2020 02:55ნახვები 294წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში სკოლების გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კორონავირუსმა, შესაძლოა, გარკვეული სირთულეები მომავალშიც გამოიწვიოს, მაგრამ შეერთებული შტატები აღარ დაიხურება.
„ახლა ქვეყნის გახსნის დროა, არასდროს დავიხურებით. იქ, სადაც ხანძარი გაჩნდება, ჩავაქრობთ, მაგრამ სკოლები უნდა გავხსნათ,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო.
„ახლა 130 000 ამერიკელია დაღუპული. ვფიქრობ, ეს რიცხვი, შესაძლოა 2.5 ან 2 მილიონიც კი ყოფილიყო,“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, კონკრეტულ ადგილებში კორონავირუსმა სიძნელეები მომავალშიც შექმნას, თუმცა გუბერნატორებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania