Babajana LOGO

რუსეთშიკორონავირუსის 6 736 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 134 ადამიანი გარდაიცვალა

05 ივლისს 2020 04:18ნახვები 347წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 736 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 681 251-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 134 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 10 161-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-ისგან 450 750-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად 220 340 ადამიანია დაავადებული. ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი, აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ, მესამე ადგილზეა მსოფლიოში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania