Babajana LOGO

რუსეთში, 24 საათში, კორონავირუსის 6 632 შემთხვევა გამოვლინდა და 168 ადამიანი გარდაიცვალა

04 ივლისს 2020 05:14ნახვები 222წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 632 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 674 515-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 168 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 10 027-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-ისგან 447 000-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
MAX Chania