Babajana LOGO

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 52 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა

02 ივლისს 2020 02:37ნახვები 353წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 52 898 შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 682 270-ს მიაღწია.
რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, კორონავირუსს კიდევ 706 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაღუპულთა რიცხვი 128 028-მდე გაიზარდა.
ცნობისათვის, როგორც ინფიცირების შემთხვევების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
MAX Chania