ოცნებიდან გარიცხული თემურ კახიძე ევროპულ საქართველოს შეუერთდა
„ჩვენს გუნდს შემოუერთდა ბათუმის საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან, ბატონი თემურ კახიძე. მიზეზებზე, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი, თავად ისაუბრებს. მე ერთ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბატონმა თემურმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მთელი „ქართული ოცნება“ აწრიალდა, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ მიაღწიეს და ნახეს, რომ თემურის განცხადება იყო მყარი, დილით მოასწრეს და კლასიკურ ჟანრში იმოქმედეს - ბატონი თემური გარიცხეს პარტიიდან. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს და აჩვენებს საზოგადოებას „ქართული ოცნების“ სახეს“, - განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, თემურ კახიძის გარიცხვის შესახებ განცხადება მმართველმა პარტიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების მიზეზი კახიძის საქმიანობის მმართველი გუნდის პრინციპებთან შეუსაბამობა გახდა.