30/06/201 361 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი, გაუხსნის თუ არა ევროკავშირი საქართველოს საზღვრებს

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი, გაუხსნის თუ არა ევროკავშირი საქართველოს საზღვრებს.
როგორც ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველო არის ამ სიაში, თუმცა ამას სჭირდება ოფიციალური დადასტურება ევროკავშირის მხრიდან. მისივე თქმით, დადასტურების შემდეგ ევროკავშირს ექნება კონკრეტული რეგულაციები, რასაც ის საქართველოს მოქალაქეებს დაუწესებს და მინისტრის თქმით, ამ რეგულაციებს მთავრობა შეასრულებს.
„ევროკავშირი განიხილავს უსაფრთხო ქვეყნების სიას, ჯერ საბოლოო გადაწყეტილება მიღებული არ არის, მაგრამ იმ ინფორმაციით, რა ინფორმაციაც ვრცელდება, საქართველო არის და იქნება იმ 15 უსაფრთხო ქვეყანას შორის, რომელსაც ევროკავშირი გაუხსნის საზღვარს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმ წარმატების, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხელისუფლებასა და მთავრობას ჰქონდა და აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შემდგომი რეგულაციები თუ რა პროცედურები იქნება ჩვენი მოქალაქეების საზღვის კვეთასთან დაკავშირებით, ეს იქნება მიღებული სწორედ ევროკავშირის გადაწყვეტილებით და ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისობაში ჩვენი ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებასთან.
ეს ჩვეულებრივი პროცესია. ის, რაც ვრცელდება, არის მედიის მიერ გავრცელებული, მაგრამ ოფიციალურად უნდა იყოს დადასტურებული, ოფიციალური გადაწყვეტილება უნდა იყოს ევროკავშირის და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, ამავე დროს ეს გადაწყვეტილება არ იქნება უბრალოდ საზღვრის გახსნა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეგულაციები, რა რეგულაციებს უწესებს ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გადაკვეთენ ევროკავშირის საზღვარს. ამიტომ ჩვენ ველით ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც იქნება დეტალურად გაწერილი ეს რეგულაციები და ის იქნება ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებული ჩვენი რეგულაციებიც სრულ თავსობადობაში ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან. ველით, რომ დღეს, მაქსიმუმ ხვალ უნდა იყოს მიღებული ბრიუსელში ეს გადაწყვეტილება. ჩემი ინფორმაციით, 4 დღეა ეს დისკუსია მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება არის დამოკიდებული ევროკავშირზე და დღეს ან ხვალ უნდა იყოს მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილება”, - განაცხადა ზალკალიანმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA