Babajana LOGO

დავით მათიკაშვილი - “ნაცმოძრაობა” და ის პარტიები, ვინც ნათელაშვილთან არიან გაერთიანებული, პრორუსულ საქმეს აკეთებენ

30 ივნისს 2020 03:38ნახვები 292წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, გერმანიის ელჩთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებების გამო “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბოდიში უნდა მოიხადოს. როგორც მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სტრატეგიული პარტნიორების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები ქვეყნის ინტერებს აზიანებს.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” და მასთან ასოცირებულმა ერთკაცინმა პარტიებმა კიდევ ერთხელ დაანახეს საკუთარი თავი საზოგადოებას, მაშინ, როდესაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ჩვენი ქვეყნის ერთგულ მეგობარს, გერმანიის ელჩს შეურაცხყოფა მიაყენეს, ბოდიში არ მოიხადეს და კიდევ უფრო გააღრმავეს ანტიდასავლური რიტორიკა. ამ ფაქტმა წერტილი დაუსვა ყველა სპეკულაციას იმასთან დაკავშირებით, რომელი ძალა წარმოადგეს პროდასავლურ ძალას საქართველოში - ესაა “ქართული ოცნება”, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა” და ის პარტიები, ვინც ნათელაშვილთან არიან გაერთიანებული პრორუსულ საქმეს აკეთებენ. ცხადია, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოა და ამიტომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამაზე ბოდიში უნდა მოიხდოს”,- განაცხადა მათიკაშვილმა.



share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
MAX Chania