29/06/201 212 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - იმედია, უმრავლესობას კეთილგონიერება ეყოფა, რაიმე სიურპრიზს არ შემოგვთავაზებს და საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს

იმედია, ეყოფა კეთილგონიერება უმრავლესობას, რაიმე სიურპრიზს არ შემოგვთავაზებს და საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება დღეს მიღებული,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შეთანხმება ბოლომდე არ შესრულებულა და "ნაციონალური მოძრაობა" კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მისივე თქმით, ცუდია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ხდება.
"ოპოზიციის მონაწილეობით მას ექნებოდა სხვა პოლიტიკური წონა და კონსენსუსით მიღებული კონსტიტუცია იქნებოდა წინასაარჩევნოდ უფრო მეტი ნდობის აღმძრავი, იმ ნდობისა, რომელიც არ აქვს ჩვენს მოსახლეობას ხელისუფლების მიმართ, ვინაიდან ვიცით, რომ არჩევნები ქვეყანაში ტარდება გაყალბებით, დაშინებით, ძალადობით, ადმინისტაციული და ბიძინა ივანიშვილის პირადი რესუსის გამოყენებით. ხელისუფლებამ არ შეასრულა შეთანხმება, ეს იქნება სანახევროდ შესრულებული შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაიდო. ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ მოატყუა ხალხი და საერთაშორისო თანეგობრობა,"- განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, "დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ძალა ბიძინა ივანიშვილს არ აქვს" და რურუას გათავისუფლება მაინც მოუწევს.
"დღეს ჩვენ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები, არ არის შეწყვეტილი პოლიტიკური დევნა. დღეს არის გიორგი რურუას სასამართლო პროცესი, სიმბოლური დამთხვევაა და ვნახოთ, იქნებ იმ ზეწოლამ ,სანქციების შიშმა, რომელიც შეიძლება პირდაპირ დაემუქროს ბიძინა ივანიშვილს, რაღაც ძვრები მოახდინოს მის აზროვნებაში. საბოლოო ჯამში, მაინც მოუწევს გათავისუფლება, რადგან დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ძალა ბიძინა ივანიშვილს არ აქვს. დღეს რაღაც სიჯიუტეს მიმართავენ და ჰგონიათ, რომ ამით სახის შენარჩუნებას ცდილობენ“, - განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ და კენჭს იყრიან.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA