Babajana LOGO

მათიკაშვილი: ბერა საამაყო მამის შვილია, ამას ვერ იტანენ პოლიტიკურად მეძავი ჟურნალისტები

28 ივნისს 2020 02:31ნახვები 298წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
"ბერა საამაყო შვილია საამაყო მამის, აი ამას ვერ იტანენ ეშმაკისეული პოლიტიკანები და პოლიტიკურად "მეძავი" ვაი ჟურნალისტები", - ქართული ოცნების წევრი, დავით მათიკაშვილი მთავარი არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელშიც საუბარია, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში გარეული, ე.წ. კანონიერი ქურდის, კაკო ბილანიშვილის შვილი - ავთო ბილანიშვილი, ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარია. 
მათიკაშვილი სიუჟეტის ავტორებს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს და "პოლიტიკურად მეძავ" ჟურნალისტებს უწოდებს. ამის შესახებ ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრები შექმნის დღიდან სიბოროტეს და ცილისწამებას აფრქვევენ. 
"ბერა ივანიშვილი დღეს მტერია მათი, "მტრობა" წესიერებით და გამორჩეული ადამიანობით დაიმსახურა, და კიდევ იმით რომ ნაც ხროვის დამარცხებაში მამას და მთელ ქართველ ხალხს გვერდით ედგა 2012 წელს! ბერა, საამაყო შვილია საამაყო მამის, აი ამას ვერ იტანენ ეშმაკისეული პოლიტიკანები და პოლიტიკურად "მეძავი" ვაი ჟურნალისტები!
გრცხვენოდეთ და მშვიდად დაელოდეთ თქვენს პოლიტიკურ აღსასრულს! არც ისე შორსაა 31 ოქტომბერი!!!!!", - წერს მათიკაშვილი. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
MAX Chania