Babajana LOGO

ანგელა მერკელი - ვაცნობიერებთ, რომ ჰიბრიდული ომი რუსეთის არსენალის ნაწილია, თუმცა მასთან დიალოგის გასაგრძელებლად მიზეზები არსებობს

27 ივნისს 2020 03:34ნახვები 494წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ვაცნობიერებთ, რომ დეზინფორმაციის კამპანია, ჰიბრიდული ომის იარაღი რუსეთის არსენალის ნაწილია, ბერლინში, ტიერგარტენის პარკში, მომხდარი მკვლელობაც, რომელზეც სასამართლო მსჯელობა მიმდინარეობს, სერიოზული ინციდენტია, თუმცა რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად მიზეზები მაინც არსებობს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა რამდენიმე ევროპულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, აცნობიერებს თუ არა გერმანია რუსეთიდან მომავალ საფრთხეს.
„ერთი მხრივ ჩვენ ვაღიარებთ ჰიბრიდულ ომს, დესტაბილიზაციის მეთოდებს, როგორც რუსეთის ქცევის ნიმუშს. მეორე მხრივ, რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად მიზეზები არსებობს. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სირია და ლიბია, ევროპის უშუალო მეზობელი ქვეყნები, რუსეთის სტრატეგიული გავლენა დიდია. ამიტომ გავაგრძელებ მასთან თანამშრომლობისკენ სწრაფვას,“- განაცხადა ანგელა მერკელმა.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
MAX Chania