26/06/201 385 ნახვა წყარო: radiotavisupelba.geფოტო: radiotavisupelba.ge

მაიკ პომპეო - აშშ რუსეთს „სერიოზულ საფრთხედ“აღიქვამს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, რომ უფრო სერიოზულად მოეკიდონ თავიანთ უსაფრთხოებას, კერძოდ ჩინეთიდან და რუსეთიდან მომდინარე მუქარებს. რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პომპეომ 25 ივნისს განაცხადა გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) მიერ ორგანიზებულ „ბრიუსელის ფორუმზე“, რომელიც კორონავირუსის გამო ვიდეოკონფერენიციის სახით მიმდინარეობდა.
იმ დროს, როდესაც აშშ-ის ხელისუფლება რუსეთის პოლიტიკას განიხილავს, როგორც „სერიოზულ საფრთხეს“, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, მაიკ პომპეოს აზრით, მოსკოვს სათანადო სიფრთხილით არ ეკიდება. პომპეომ ამის მაგალითად დაასახელა გერმანიის მიერ თავდაცვისათვის გაღებული ხარჯი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე ნაკლებია. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ევროპა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის თავდაცვას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მიანიშნა ისიც, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა გერმანიის მონაწილეობით, გაზრდის ფედერაციული რესპუბლიკისა და მთელი ევროპის რუსეთზე დამოკიდებულებას.
„გერმანიის ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი იმდენად ღრმად და ფუნდამენტურად იქნება დამოკიდებული რუსეთზე, რომ ვლადიმირ პუტინს, რომელიც, სავარაუდოდ საკმაოდ დიდი ხნით დარჩება ხელისუფლებაში, შესაძლებლობა ექნება, და თან რეალური, არსებითი ზიანი მიაყენოს გერმანიას, თუ იგი [პუტინი] ამის გაკეთებას გადაწყვეტს“, - განაცხადა მაიკ პომპეომ. ამ განცხადების ფონია გერმანიის მისამართით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ წინა დღით გამოთქმული კრიტიკა. 24 ივნისს, თეთრ სახლში პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა რუსეთისათვის გაგზავნილ „ძლიერ სიგნალს წარმოადგენს“.
„მე ვფიქრობ, რომ რუსეთისათვის გაგზავნილ უფრო ძლიერ სიგნალს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ გერმანია რუსეთს უხდის მილიარდობით დოლარს, რათა მისგან ამ მილსადენის (იგულისხმება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“) მეშვეობით ბუნებრივი აირი შეიძინოს. მინდა ვიკითხო: რას ნიშნავს ეს? თქვენ მილიარდობით დოლარს ახარჯებთ რუსეთს და ჩვენ კი თქვენ უნდა დაგიცვათ რუსეთისგან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე. აშშ-ს გაცილებით მკაცრი პოზიცია უკავია ჩინეთის მიმართ, ვიდრე ევროკავშირს.
ვაშინგტონი თვლის, რომ პეკინი ზრდის თავის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო გავლენას მსოფლიოში, ძირს უთხრის არსებულ მსოფლიო წესრიგსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ავრცელებს ავორიტარიზმსა და კორუფციას. მაიკ პომპეოს აზრით, ჩინეთი ნეგატიურ გავლენას ახდენს ასევე ჯანდაცვის მსოგლიო ორგანიზაციაზე, რომელიც მრავალმხრივ რეფორმებს საჭიროებს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,