26/06/201 017 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პრემიერი - რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად

რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო დღეს პასუხს აგებს ყველა იმ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„დღეს საქართველოს ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ოკუპაცია. რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად და როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ 20%-ზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ესაა ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს არაა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ან მიწის 20%-ის შეზღუდვა, ეს ეხება ყველა სფეროს. პირველ რიგში ადამიანური რესურსებით თვალსაზრისით ვართ შეზღუდული 20%-ით, ჩვენი ეკონომიკაა შეზღუდული კიდევ უფრო მეტად. რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო დღეს პასუხს აგებს ყველა იმ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ბორდერიზაციის გაგრძელებით დაწყებული, ადამიანი გატაცებით, სიცოცხლის ხელყოფით, ჯანმრთელობის უფლების თუ გადაადგილების უფლების შეზღუდვის, ყველა ეს მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია,“-აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება და ჩვენი ყოველდღიური შრომის საგანი უნდა იყოს, საერთაშორისო საზოგადოებაში აზრის შექმნა იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY