25/06/201 212 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარიამ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ორჯერ ნოკაუტში ჩააგდო

გიორგი გახარიამ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ორჯერ ნოკაუტში ჩააგდო. გუშინ დადეს ვარჯიშის სურათები, ეტყობა, რომ შეეშინებინათ, არც ეს ვარჯიში გაჭრის, გახარიას და "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარეს არის სიმართლე, ეს იგებს დებატებს და არა მოთელვები და ამით შეშინება „ფეისბუქ“ სივრციდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია მხოლოდ მაშინ მოდის პარლამენტში, როცა სურს, რეიტინგულ ლიდერს ზიანი მიაყენოს.
"გიორგი გახარია უკანასკნელ პერიოდში უკვე ორჯერ იყო მოსული საქართველოს პარლამენტში. სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ არ მოდიოდა, ჩამოიშალა და ხვალ მოდის მესამედაც. დარწმუნებული ვარ, ისევე ამომწურავი პასუხები ექნება, როგორც წინა ორ შემთხვევაში. თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი მან ორჯერ ნოკაუტში ჩააგდო. გუშინ დადეს ვარჯიშის სურათები. ეტყობა რომ შეეშინებინათ, არც ეს ვარჯიში გაჭრის, რადგან მარტო ორატორობა არ არის საკმარისი, მართალი უნდა იყო, როცა გინდა პოლიტიკური დებატები მოიგო. ამ შემთხვევაში, გახარიას და "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარეს არის სიმართლე და ეს იგებს დებატებს და არა რაღაც მოთელვები და ამით შეშინება „ფეისბუქ სივრციდან“.
ისინი, როგორც მავნებლური და უკვე კრიმინალურ ოპოზიციად ჩამოყალიბებული კლასტერი მოდიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ფიქრობენ, რომ ზიანს მიაყენებენ ხელისუფლებას. როცა საქმეზე მიდგება ხოლმე საქმე, ამ შემთხვევაში, პარლამენტში არ დადიან. ისინი კონსტიტუციას არაფრად აგდებენ და მოდიან მაშინ, როცა უნდათ ერთ- ერთ რეინტინგულ ლიდერს ზიანი მიაყენონ, სხვა ფუნქცია, დანიშნულება მათ აღარ აქვთ, გარდა მავნებლობისა და კრიმინალური პოლიტიკური მენტალობის შექმნისა, როცა ხალხის რეალურ საჭიროებებზე, ბიუჯეტზეა ლაპარაკი, მაშინ არ მოდიან და ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს. საბოლოოდ, კრიმინალები ისჯებიან სასამართლოს და სახელმწიფოს მიერ და კრიმინალური ოპოზიცია დაისჯება ხალხის მიერ. საბოლოო განაჩენი გამოცხადდება 31 ოქტომბერს ხალხის მიერ," - განაცხადა მდინარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA