Babajana LOGO

რომან გოცირიძე - სულ რომ კორონავირუსი დაემართოს "ოცნების" დეპუტატებს, ივანიშვილი კოსმონავტის სკაფანდრებს იშოვის, შემოიყვანს მათ და პულტზე ხელს დააჭერინებს

23 ივნისს 2020 04:40ნახვები 427წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
სულ რომ კორონავირუსი დაემართოს "ქართული ოცნების" დეპუტატებს, ივანიშვილი კოსმონავტის სკაფანდრებს იშოვის, შემოიყვანს მათ და პულტზე ხელს დააჭერინებს, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდების რესურსი არ აქვს. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ის არც მეორე მოსმენით კენჭისყრაში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
"იქამდე არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას, ვიდრე შეთანხმება სრულად არ იქნება შესრულებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ უნდა იყოს არცერთი პოლიტიკური პატიმარი. ივანიშვილს მოუწია პოლიტპატიმრების გათავისუფლება ძალიან მძიმე დარტყმების შემდეგ, როდესაც მის პირად ფინანსებს და საგარეო დახმარების შემოსვლას დაემუქრა საფრთხე. დღეს იქნება თუ ხვალ, ივანიშვილი გაათავისუფლებს რურუას, ვინაიდან მას არ აქვს კონსტიტუციის ჩაგდების რესურსი. სულ რომ კორონავირუსი დაემართოს "ქართული ოცნების" დეპუტატებს, ივანიშვილი კოსმონავტის სკაფანდრებს იშოვის, შემოიყვანს მათ და პულტზე ხელს დააჭერინებს. ის მიიღებს კონსტიტუციას იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული ზეწოლაა გარედანაც, შიგნითაც და მან ერთხელ უკვე გამოსცადა საკუთარ ტყავზე, რას ნიშნავს ჩათრევა, ნაცვლად იმისა, რომ ჩაყოლოდა. ჩათრევას ჩაყოლა ჯობია და ამას ივანიშვილი გააკეთებს. ჩვენ კენჭისყრაში მაშინ მივიღებთ მონაწილეობას, როცა გიორგი რურუა გათავისუფლდება. კონსტიტუციის მიღება ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე, ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი კვლავ აპირებს პოლიტიკური დევნის გაგრძელებას, მოსყიდვას, ძალადობას, დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ა.შ." - განაცხადა გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals