Babajana LOGO

ადამ კინზინგერი - ვულოცავ საქართველოს! გრძელი გზა იყო, თუმცა ამად ღირდა

21 ივნისს 2020 12:23ნახვები 834წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ვულოცავ საქართველოს! გრძელი გზა იყო, თუმცა ამად ღირდა, - ამის შესახებ ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
„ვულოცავ საქართველოს! გრძელი გზა იყო, თუმცა ამად ღირდა. პრემიერ-მინისტრ გახარიას, პარლამენტის სპიკერ თალაკვაძეს, ოპოზიციის ლიდერებს და საქართველოს მოქალაქეებს, თქვენს გვერდით ვდგავარ!“, - წერს კინზინგერი.
ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. 5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ემზარ კვიციანიკახაბერ ოქრიაშვილი და დავით ჭიჭინაძეა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ნატო ჩხეიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania