Babajana LOGO

დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენი სრულად კონტროლდება მისი პარტიის მიერ, მათი პაიკია, მოდი ვაღიაროთ, არც კი იცის, სად ჯანდაბაშია

21 ივნისს 2020 04:00ნახვები 633წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანია განაახლა. პრეზიდენტმა, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, პირველი საჯარო შეხვედრა მხარდამჭერებთან ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტულსაში გამართა. ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას მისი მთავარო კონკურენტი „დემოკრატებიდან“ ჯო ბაიდენი გააკრიტიკა და მას „რადიკალი მემარცხენეების უმწეო მარიონეტი“ უწოდა.
„ჯო ბაიდენი სრულად კონტროლდება მისი პარტიის მიერ. ის მათი პაიკია. მოდი ვაღიაროთ, მან არც კი იცის სად ჯანდაბაშია. ის შეურაცხყოფს სოციალისტებს“, - განაცხადა ტრამპმა. პრეზიდენტი ანტირასისტული მოძრაობის პირობებში ძეგლების დასახიჩრების ტენდენციასაც შეეხო.
„დაუოკებელი მემარცხენე ბრბო ცდილობს ჩვენი ისტორიის ვანდალიზებას, ჩვენი მშვენიერი მონუმენტების შებღალვას, ძეგლების ჩამოგდებას და დასჯას, გაუქმებას და დევნას ნებისმიერისა, ვინც არ შეესაბამება მათ აბსოლუტური და ტოტალური კონტროლის მოთხოვნებს. ჩვენ არ შევესაბამებით მათ“, - აღნიშნა ტრამპმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals